ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ენის კვირეულის ფარგლებში (12-18 აპრილი) გამართავენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 26 მარტამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: science.humanities@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მოხსენებათა შერჩევის უფლებას. შედეგების შეტყობინების ბოლო ვადაა – 2 აპრილი.
კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე).
კონფერენციის თეზისები განთავსდება თსუ ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე.
საკონტაქტო პირები: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი, ასოც. პროფესორი თინათინ ბოლქვაძე.
თსუ, I კორპუსი, ოთახი 204